ინგრედიენტები:
კვერცხი 3
ფქვილი 50 გ
რძე 200 გ
გამდნარი კარაქი 2 ს.კ
შაქარი 1 ს.კ
მწიკვი მარილი
მომზადება:
კვერცხი, შაქარი და მარილი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი და რძე. შემდეგ
დაამატეთ ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ, რათა ფქვილი მთლიანად გაიხსნას.
დაასხით ცომი ცხელ ტაფაზე და გამოაცხეთ სიფრიფანა ბლინები ორივე მხრიდან. ცხობისას დრო აკონტროლეთ, ზედმეტი არ მოუვიდეს.
თბილ-თბილი ბლინებისთვის გულსართათ გამოიყენეთ, რაც გნებავთ - ხაჭო, არაჟანი, კრემი, ლიმონის კრემი, ხილი, ჯემი, თაფლი და ა.შ