Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=282 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/282 0 ამის შემდეგ სხვაგვარად აღარ შეკმაზავთ საჭმელს! – საიდუმლო, რომელსაც შეფ-მზარეულები გვიმხელენ 2016-03-09 00:00:00 2016-03-09 00:00:00
სანელებლების გამოყენებისას, თქვენ არა მხოლოდ ცვლით კერძის გემოს, არამედ ორგანიზმს ეხმარებით საკვების გადამუშავებაში!

ზოგადად, ჩვენ საჭმელს დაფქული სახით ვუმატებთ სუნელებს. მაგრამ თუკი კერძის სხვაგვარად მომზადებას ცდით, აღარასოდეს მიუბრუნდებით ჩვეულ მეთოდს...

ცნობილი შეფ-მზარეული გვირჩევს, გამოვიყენოთ მხოლოდ დაუფქვავი, მთელ-მთელი სანელებლები. ისინი ბევრად არომატულია დაფქულზე, უფრო დიდხანსაც ინახება და მიკროელემენტების უდიდესი წყაროა!

იმისათვის, რომ სანელებლები განსაკუთებით არომატული იყოს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი მარტივი ხრიკი.

რატომ უნდა მოვხრაკოთ სანელებლები

სცადეთ სანელებლების ზეთში მოხრაკვა იქამე, სანამ ძირითად კერძს დაუმატებდეთ. შემდეგ ეს ზეთი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში გამოიყენოთ და ნახავთ, რა განუმეორებელ გემოს შეიძენს თქვენი შემოქმედება.

ამ ხრიკის მეშვეობით, სანელებლების ნამდვილ გემოს გაიგებთ და კერძი საოცარ პიკანტურ გემოს შეიძენს! ჯანჯაფილი, პილპილის მარცვალი, ქონდარი, კარდამონი და სხვა სანელებლებ მოხრაკეთ წინასწარ ზეთში და შემდეგ ისე დაუმატეთ კერძს.

თუ უცხიმოთ ამზადებთ საჭმელს, შეგიძლიათ უბრალოდ, მშრალად მოხრაკოთ სანლებლები სპეციალურ ტაფაში ან სქელძირიან ქვაბში.

ხრაკეთ დაუფქვავი სანელბლები, ბალახები მაღალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში.

აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი და თქვენ მართლაც აღარასოდეს დაუმატებთ კერძებს დაფქულ სუნელებს.