Gurmania.ge Gurmania.ge 2025-12-16 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=279 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/279 0 როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყავა "ლატე" აპარატის გარეშე, სახლის პირობებში 2016-03-08 00:00:00 2016-03-08 00:00:00
საჭირო მასალა:

ყავა - 4 კოვზი

რძე - 300 გ

წყალი - 150 მლ

შაქარი - გემოვნებით

დარიჩინი - გემოვნებით


მომზადება:


ჩაყარეთ ყავა და შაქარი ჯეზვეში და დაასხით ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე, სანამ ქაფს არ წამოიღებს.

რძე დადგით დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ დაახლოებით 70 გრადუსამდე, ანუ დალევისათვის მისაღებ ტემპერატურაზე.

ნახევარი რძე ათქვიფეთ ბლენდერით ან სპეციალური ყავის სათქვეფით. გაწურული ყავა ჩაასხით ჭიქაში, დაამატეთ ნახევარი თბილი რძე, ზემოდან დაადეთ რძის ქაფი, რომელიც ათქვეფისას მიიღეთ და მოაფრქვიეთ დარიჩინი.