Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=274 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/274 0 5 წუთში მოსამზადებელი კარტოფილის ბლინები - მიირთვით არაჟანთან ერთად 2016-03-07 00:00:00 2016-03-07 00:00:00

საჭირო მასალა:

კარტოფილი 1 კგ

კვერცხი 1-2

ხახვი 1 თავი

ნივრის კბილი 1-2

არაჟანი 1 ს.კ

მარილი


მომზადება:

კარტოფილი, ხახვი და ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე. ცოტა ხნით გადაიტანეთ საწურზე რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს.

შეგიძლიათ ხელით გაწუროთ მსუბუქად. ჯამში გადატანის შემდეგ, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, არაჟანი. კარგად ამოურიეთ და მაშინვე დაიწყეთ შეწვა.

მიირთვით არაჟანთან ერთად, სანამ ცხელია და ხრაშუნა.