Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=271 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/271 0 კალმახი ღვინის მარინადში 2016-03-07 00:00:00 2016-03-07 00:00:00
100 გრ პროდუქტში 97,59 კკალ

ინგრედიენტები:


კალმახი (უკეთესია ფილე) 600 გ.

ჯანჯაფილის ფესვი 5 გ.

ხახვი 2 თავი.

სიმინდის სახამებელი 1 ს/კ.

სოიოს სოუსი 4 ს/კ.

ზეთი 1 ჩ/კ.

ოხრახუში 1 პატარა კონა.

მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მომზადება:


სოიოს სოუსს დაუმატეთ ზეთი, ღვინო, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი, წიწაკა, მარილი და 5 ს/კ წყალი. მოასხით დაჭრილი თევზის ფილეს მარინადის ნახევარი და გააჩერეთ 30 წუთი.

დარჩენილი მარინადის ნახევარი გადაასხით ცალკე ჭურჭელში, დანარჩენს დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი მოათავსეთ თევზი ღუმელის ტაფაზე, მოასხით წყალში გახსნილი მარინადი და აცხვეთ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. მომზადებული თევზი გადმოიღეთ თეფშზე.

ცალკე ჭურჭელში გადატანილი მარინადი დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ აუდღებამდე და დაუმატეთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი სიმინდის სახამებელი. ურიეთ ცეცხლზე მდგარ სოუსს გასქელებამდე. სუფრასთან მიტანის წინ თევზს მოასხით სოუსი და გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით.