Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=267 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/267 0 ნამდვილი უკრაინული ბორშჩი ქოთანში 2016-03-04 00:00:00 2016-03-04 00:00:00
საჭირო მასალა:

ხორცის ბულიონი 1,300 მლ.

საქონლის მჭლე ხორცი 200 გ.

კომბოსტო 200 გ.

კარტოფილი 200 გ.

ჭარხალი 100 გ.

კარაქი 1 ს.კ.

პომიდორი 100 გ.

ნიორი 2 კბილი.

მწვანილი (ოხრახუში, კამა) თითო კონა.

შაქარი 2 ჩ.კ.

ძმარი გემოვნებით.

მარილი და პილპილი გემოვნებით.


მომზადების წესი:

გაფცქვნილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი ჭარხალი და პომიდორი მოშუშეთ კარაქში, დაუმატეთ ძმარი და შაქარი და ხრაკეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

დაჭერით კომბოსტო წვრილად, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად. ჩაასხით ცხელი ხორცის ბულიონი ქოთანში, ჩაყარეთ დაჭრილი საქონლის ხორცი, კომბოსტო, კარტოფილი და მოშუშული ბოსტნეული, დაუმატეთ მარილი, დააფარეთ თავსახური და შედგით ღუმელში 150 გრადუსზე 45-50 წუთით.

მომზადებულ ბორშჩს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.