Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=251 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/251 0 სალათა “აღმაფრენა” 2016-03-01 00:00:00 2016-03-01 00:00:00

მარტივი და მართლაც ძალიან, ძალიან გემრიელი სალათა უცნაური სახელწოდებით!


ინგრედიენტები:


ქამა სოკო – 300 გ

ხახვი – ერთი მოზრდილი თავი;

ქათმის ფილე – 200 გ;

კორეული სტაფილო – 150 გ;

კიტრი – 2 ცალი;

მარილი და პილპილი;

კამა.


მომზადების წესი:


სალათას ფენებად ვაწყობთ.


ყველაფერი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. (კიტრი შეგიძლიათ გახეხით მსხვილ სახეხზე).


თეფშის ძირს წაუსვით მაიონეზი.


პირველი ფენა – ხახვთან ერთად შემწვარი სოკო;


მეორე ფენა – მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე;

მარილი და პილპილი;

მაიონეზი;


მესამე ფენა – კორეული სტაფილო;


მეოთხე ფენა – გახეხილი კიტრი;

მარილი და პილპილი;

მაიონეზი.


ბოლოს მორთეთ სალათა დაჭრილი კამით.