Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=243 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/243 0 კარტოფილის მწვადი - გაილამაზეთ უქმეები 2016-02-27 00:00:00 2016-02-27 00:00:00 საჭირო მასალა:

კარტოფილი - 4 ცალი
ბეკონი - 80 გრ
მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით. ბეკონი (მოხარშული ძეხვი ან რაც გაქვთ) მცირე ნაჭრებად დაჭერით.

წამოაცვით შამფურზე ან წალამზე რიგ-რიგობით კარტოფილის რგოლი და ბეკონი.

მოაყარეთ მარილი, პილპილი და თუ ქონდარი გიყვართ, შეგიძლიათ ზემოდან ქონდარის ღერო დაადოთ ზემოდან.

გაახვიეთ ფოლგაში და 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით 50-60 წუთით.