Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=233 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/233 0 შოკოლადის კექსი ნიგოზით - მარტივია გურმანებისთვის 2016-02-25 00:00:00 2016-02-25 00:00:00 საჭირო მასალა:


გამდნარი მარგარინი - 200 გრ.
შაქარი - 300 გრ.
კვერცხი - 5 ცალი
მაწონი ან არაჟანი - 200 მლ
1 ჩ.კ ძმარში გახსნილი ½ ჩ.კ სოდა
ფქვილი - 500 გრ.
კონიაკი - 2 ს/კ
კაკაო - 2 ს/კ
ვანილი - 1 ცალი


მოსართავად:


შოკოლადი - 1 ფილა
ნიგოზი


მომზადების წესი:


გამდნარი მარგარინი შაქართან ერთად კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი, სოდა/ძმრით, მაწონი და კონიაკი.ცალკე გათქვიფეთ კვერხის ცილა და სათითაოდ დაუმატეთ გულები. მირებული მასა შეურიეთ შაქრიან მასას, დაუმატეთ ფქვილი.

ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს შეუერთეთ კაკაო.კექსის ფორმას შიგნიდან წაუსვით კარაქი ან მარგარინი და მოაფრქვიეთ ფქვილი, რომ კექსი არ მიიკრას.

შემდეგ ფორმაში მონაცვლეობით ცასხით თეთრი და ყავისფერი ცომი. შედგით წინასწარ 170-180 გრადუსამდე გცხელებულ ღუმელში და 40-50 წუთი საშუალო ცეცხლზე აცხვეთ.მინანქის მოსამზადებლად 1-2 ს/კ წყალთან ან რძესთან ერთდ დაადნეთ შოკოლადის ფილა.

გამომცხვარი და შეგრილებული კექსი გადმოიღეთ ფორმიდან და მოასხით მინანქარი. ზემოდან მორთეთ ნიგვზის ლებნებით.