Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=218 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/218 0 ღვინოში დაბასტურმებული უგემრიელესი მწვადი - რეცეპტი გურმანებისთვის 2016-02-23 00:00:00 2016-02-23 00:00:00 საჭირო მასალა:

ხორცი - 1.5 კგ
ღვინო (წითელი მშრალი) - ნახევარი ლიტრი
ხახვი - 3 ცალი
შავი წიწაკა - 1 ჩაის კოვზი
ლიმონის წვენი - 1 ლიმონის
შაქარი - 1 სუფრის კოვზი

მომზადება:

დაჭერით ხორცი და ჩაალაგეთ ღვინოში, რომელშიც არეული იქნება, შავი წიწაკა, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ლიმონის წვენი და შაქარი. გააჩერეთ ხორცი ამ ნარევში 10 საათის განმავლობაში.

შეწვით მაყალზე, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, იმდენად გემრიელად არის შეზავებული ხორცი, რომ ტაფაზეც არანაკლები გემო ექნება.

გემოვნებით მოაყარეთ მარილი და დაჭრილი ხახვი.