Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=184 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/184 0 ღვინის გამოყენების 5 უჩვეულო რეცეპტი - რჩევები წინაპრებისგან 2016-02-17 00:00:00 2016-02-17 00:00:00

1. თუ შემთხვევით ვადაგასულ თეთრ ღვინოს აღმოაჩენთ, გამოიყენეთ ის მინის ნაკეთობებისა და ფანჯრების საწმენდად.


2. წითელი ღვინო შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებად გვევლინებიან. დაასველეთ ბამბა წითელ ღვინოში და დაიმუშავეთ სახე, ის კანს გლუვს გახდის და სიმკვრივეს დაუბრუნებს.


3. ღვინით შესაძლებელია ხილის დეზინფექციის გაკეთებაც. მშრალ ღვინოს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ხილისა და კენკრის დამუშავებისთვის ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად.


4. იმის გამო, რომ ღვინო ანტიოქსიდანტებს- ფლავონოიდებს შეიცავს, ის აჩქარებს დაბეჟილობების და ჩალურჯებული ადგილების მოშუშებას. თუ ხელთ ყინული არ აღმოგაჩნდათ, გაიკეთეთ ღვინის კომპრესი.


5. ღვინო სასუქის ნაცვლად! მებაღეებმა ალბათ უკვე იციან, რომ წითელ ღვინოს თავისუფლად შეუძლია სასუქის ჩანაცვლება. რამდენიმე წვეთი ღვინო ნიადაგს გაანოყივრებს, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ ზრდას.