Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=170 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/170 0 როგორ მოამზადოთ ბოსტნეული ისე, რომ სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს 2016-02-13 00:00:00 2016-02-13 00:00:00

მრავალწლიანი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოსტნეულის დამუშავების საუკეთესო მეთოდიმისი ზეითუნის ზეთში შეწვაა. ამ დროს პროდუქტში მაღლა იწევს ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია და ფენოლური შენაერთები, რაც დაბლა წევს კიბოსა და დიაბეტის გაჩენის რისკს.

ექსპერიმენტის დროს გამოიყენეს კარტოფილი,გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი.თითოეული ბოსტნეული იყო გაფცქვნილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი,თითოეულის საერთო მასა 120 გრამი იყო.ამის შემდეგ ბოსტნეული3 მეთოდით მოამზადეთ:შეწვეს, მოხარშეს და თერმულად დაამუშავეს ზეითუნის ზეთითა და წყლით. სპეციალისტები აკვირდებოდნენ ბოსტნეულში სითხის, ცხიმის, ფენოლებისა და ანტიოქსიდანტების რაოდენობას.

შედეგად გაირკვა,რომ ზეითუნის ზეთი შეწვისას ამრავლებს ანტიოქსიდანტებისა და ცხიმის რაოდენობას, მაგრამ ამცირებს სითხის დონეს. ზეითუნის ზეთი მთელი სასარგებლო ნივთიერებები გადადის ბოსტნეულში,აცხადებენ მეცნიერები.თუმცა, კერძის კალორიულობა მატულობს. მოხარშვისას კი ბოსტნეულის ყველა სასარგებლო ნივთიერება ბულიონში რჩება.

ასე რომ, თამამად შეწვით ბოსტნეული ზეითუნის ზეთში და გემრიელად მიირთვით!