8-10 ს.კ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
1 ქილა შესქელებული რძე
4ს.კ. არაჟანი
2ს.კ. შაქარი
4 ცალი კვერცხი
5 ს.კ. კაკაო საფანელი
0.5 ჩ.კ. სოდა
მცენარეული ზეთი
ცოტა ნიგოზი
მომზადების წესი:
შესქელებულ რძეში სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, შაქარი, კაკაო და ფქვილი. ყველაფერი კარგად შეურიეთ.
ღრმა საცხობ ფორმაში ჩააფინეთ კალკა, მოაყარეთ საფანელი. ჩაასხით ცომი და შედგით სინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
როდესაც ოდნავ შეყავისფრდება, ტემპერატურას დაუკელით 160 გრადუსამდე და აცხვეთ დაახლოებით 40 წთ.
გამომცხვარ ნამცხვარს ზედაპირზე დანით დაუსერეთ ის ადგილები, სადაც უნდა ჩაჭრათ, რომ მიიღოთ თანაბარი ზომის მართკუთხედები.
გაციების შემდეგ ბრაუნი დაჭერით ნაჭრებად, მორთეთ თქვენი სურვილი მიხედვით და გადაიღეთ ლანგარზე.