Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=165 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/165 0 როგორ მოამზადოთ მექსიკური კარტოფილი - უგემრიელესი რეცეპტი 2016-02-12 00:00:00 2016-02-12 00:00:00 საჭირო მასალა:

კარტოფილი - 8 ცალი, დიდი ზომის
კვერცხის ცილა - 1
სუნელების მიქსი (პაპრიკა, პილპილი, ორეგანო, ჩილი)
მარილი, ზეითუნის ზეთი

მომზადება:

გათალეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილად. დაასხით ათქვეფილი კვერცხის ცილა, დაუმატეთ სუნელები და კარგად აურიეთ.დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შეწვით 220 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი, ერთი-ორჯერ გადავაბრუნოთ.

სოუსი:

ზოგადად ხალხის დიდი ნაწილი მაიონეზიან სოუსს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ უკეთესია მაწვნით თუ მოამზადებთ. აურიეთ მაწონში დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და წვრილად დაჭრილი კამა.