Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=157 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/157 0 ხმელი ლობიო ტომატით - დაუვიწყარი ზამთრის გემო 2016-02-11 00:00:00 2016-02-11 00:00:00

საჭირო მასალა:

ხმელი ლობიო - 2 ჭ

საქონლის ბულიონი - 3 ჭ

ტომატ-პასტა - 2-3 ს.კ

ხახვი - 4 თავი

ქინძი - 1 კონა

ოხრახუში - 1 კონა

ცხიმი, მარილი დ აწიწაკა

საჭირო მასალა:

დაასხით ლობიოს საქონლის ბულიონი და მოხარშეთ. სითხე რომ დაშრება, დაუმატეთ ცხელი წყალი და ხარშეთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ცხიმში, დაუმატეთ ტომატ-პასტა და შუშეთ ცოტა ხანს. როდესაც ლობიო მოიხარშება, დაუმატოთ მარილი, წიწაკა, მოშუშული ხახვი და ტომატ-პასტა. კერძი რომ ადუღდება, დააყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.

ლობიოს თუ მთელი ღამით დაალბობთ, გაცილებით მალე მოიხარშება.