Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=156 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/156 0 ატმის კომპოტის ღვეზელი 2016-02-11 00:00:00 2016-02-11 00:00:00

საჭირო მასალა:

კვერცხი 4 ცალი

მარგარინი 250 გ

შაქარი 300 გ

არაჟანი 0,5 ჭიქა

ვანილის შაქარი 5 გ

ფქვილი 2,5- 3 ჭიქა

სოდა 1 ჩ/კ

გულსართისთვის:

ატამის კომპოტი - გასაფორმებლად (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული ხილი )

წყალი 0.5 ჭიქა

შაქარი 2/3 ჭიქა

სიმინდის სახამებელი 1 ს/კ

კარამელი და ქოქოსის ფანტელი მოსართავად

მომზადების წესი:

ატმის ნაყოფს დაასხით ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და წამოადუღეთ. კვერცხის ცილა კარგად ათქვეიფეთ, ცალკე გათქვიფეთ შაქარი და დარბილებული მარგარინი. დაუმატეთ კვერცხის გულები, სოდაში არეული არაჟანი, ვანილი, ფქვილი და ბოლოს ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ცილა.

ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩააწყვეთ შიგ ატამი, შემდეგ ცომი და გამოაცხვეთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში.

ღვეზელი ამოატრიალეთ და დაჭერით. სურვილის შემთხვევაში მორთეთ კარამელით და ქოქოსის ფანტელებით.