Gurmania.ge Gurmania.ge 2025-12-08 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=153 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/153 0 ნალექიანი ყავის მომზადების 4 უნიკალური რეცეპტი - აირჩიეთ რომელიმე 2016-02-10 00:00:00 2016-02-10 00:00:00 თანამედროვე ცხოვრება ხომ ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ალბათ იშვიათია ადამიანი, ვინც დილას ამ ჯადოსნური სითხის გარეშე იწყებს. გთავაზობთ ნალექიანი ყავის მომზადების 4 უნიკალურ რეცეპტს.

ტრადიციული

რამდენიმე კოვზ ყავას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე ისე, რომ ზედაპირზე მშრალი მასა არ ამოტივტივდეს. შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ქაფი ამოსვლას დაიწყებს, ყავადანი გადმოდგით და ერთი-ორი წუთით გააჩერეთ, რომ ნალექი ფსკერზე დაილექოს. შემდეგ ფინჯნებში ჩამოასხით და მიირთვით.

ბრაზილიური

საშუალოდ დაფქული ყავა ჩაყარეთ ყავადანში, დაასხით კარგად ადუღებული წყალი, სწრაფად მოურიეთ და გაფილტრეთ, ოღონდ ფინჯანს, რომელშიც გაფილტრული ყავა უნდა ჩაასხათ, წინასწარ მდუღარე წყალი გამოავლეთ.

ცივი ყავა

საჭიროა ნახევარი კილოგრამი დაფქული ყავა და ერთი ლიტრი წყალი. ყავა ჩაყარეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და დარჩენილი ექსტრაქტი ცივად შეინახეთ. სუფრაზე მიტანის წინ დაამატეთ ცივი წყალი და ჭიქებში ჩამოასხით.

აღმოსავლური

აღმოსავლეთში წმინდად დაფქულ ყავას იყენებენ. ლითონის ყავადანში (ჯეზვა) ჩაყარეთ ყავა და შაქარი სასურველი პროპორციებით, დაუმატეთ ცივი წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე, წამოწეული ქაფი ფრთხილად მოხსენით ისე, რომ ნაწილი დარჩეს, ყავა ქაფის ქვეშ დუღილს განაგრძობს, ჩამოსხმამდე ყავადანი 2-3-ჯერ ისევ შემოდგით ცეცხლზე.