Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=149 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/149 0 ჩებურეკი - მონღოლებისა და ქურთების ტრადიციული კერძის ისტორია 2016-02-09 00:00:00 2016-02-09 00:00:00

ჩებურეკი, რომელიც ჩვენში ძალიან პოპულარულია, ძირითადად მონღოლური და ქურთი ხალხების ტრადიციული კერძია. თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ის ყირიმელმა თათრებმა მოიგონეს და მოგვიანებით გავრცელდა შუა აზიაში.

მერე მისი მომზადების ხელოვნება რუსეთის მცხოვრებლებმაც აითვისეს და ჩვენში, სავარაუდოდ, სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

მას მერე, რაც რუსეთში ჩებურეკმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ბევრმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ ეს სულაც რუსული პელმენების შთამომავალი იყო. მერე ისიც აღმოაჩინეს „მცოდნეებმა“, რომ თურმე კორეელები თავიანთ პელმენებს ტაფაში წვავენ, რაც კიდევ ერთ „არგუმენტად“ იქცა იმის სათქმელად, რომ ჩებურეკი დიდი შემწვარი პელმენია.

რაც უნდა იყოს, ჩებურეკი, წვნიანი, არომატული და ხრაშუნა, დღესაც პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით თურმე კავკასიურ ხალხებს ჰყვარებიათ.

ეს არის ერთგვარი ღვეზელი, ხორცის ფარშით ან წვრილად დაჭრილი ხორცით, სანელებლებით, მცენარეულ ზეთში გამომცხვარი. თუმცა ძველად და ტრადიციულად მას ცხოველურ ცხიმში აცხობდნენ.

გულსართის სახით კი არცთუ იშვიათად იყენებენ ასევე ყველს, კარტოფილს, სოკოს, კომბოსტოს. ჩებურეკს დიდი რაოდენობით ცხიმში წვავენ, რომელსაც წინასწარ 200 გრადუსამდე აცხელებენ. ჩებურეკს ცხლადვე მიირთმევენ.