Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=142 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/142 0 მარტივი ტორტი შოკოლადით 2016-02-09 00:00:00 2016-02-09 00:00:00

საჭირო მასალა:

ორცხობილა - 250 გ

დარბილებული კარაქი - 120 გ

მოხარშული შედედებული რძე - 2/3 ქილა

ნაღები - 200 გ (მინიმუმ 35 %-იანი)

შოკოლადი - 100გ

მომზადების წესი:

ორცხობილა დაფქვით ან ხელით დაფშხვენით და კარაქში აურიეთ. ჩადეთ ფორმაში და გააბრტყელეთ. შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით. წაუსვით შედედებული რძე, შემდეგ ათქვეფილი ნაღები და ცოტა ხნით ისევ მაცივარში შეაბრუნეთ.

შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე, დაამატეთ 3 ს/კ რძე, წყალი ან ნაღები. ცოტა შეაგრილეთ და ნამცხვარს მოასხით. შედგით ისევ მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს და გამაგრდეს.

თუ ნაღებს ათქვეფილ ხაჭოს და ცოტა შაქრის პუდრს შეურევთ, ჩისქეიქისმაგვარ, ჰაეროვან და ნაზ ნამცვარს მიიღებთ.