Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=136 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/136 0 „ეკლერი“ - მზარეულთა მეფის სასიამოვნო საჩუქარი 2016-02-08 00:00:00 2016-02-08 00:00:00
ალბათ ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გაუსინჯავს მშვენიერი დესერტი სახელად „ეკლერი“. და ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს, მის ფანადაც ქცეულა.

ეს არის ნამცხვარი ნაზი კრემით, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი. ჭეშმარიტ „ეკლერში“ მხოლოდ მოხარშული კრემი გამოიყენება. კრემი ნამცხვრის შიგნით თავსდება, ზემოდან კი შოკოლადს ან მინანქარს გადაუსვამენ ხოლმე.

ბევრმა არ იცის, რომ „შუც“ და „პროფიტროლიც“ „ეკლერის“ სახესხვაობებია, ისევე ცხვება, მხოლოდ ფორმა აქვს სხვაგვარი.

სახელწოდება „ეკლერი“ ამ ჰაეროვან ნამცხვარს იმიტომ შეარქვეს, რომ ეს სიტყვა ფრანგულიდან ითარგმნება როგორც ელვა. მისი მომზადება იმდენად სწარაფდ ხდება, რომ ფრანგებმა მას ელვა უწოდეს. თანაც, ამ ნამცხვრის მომზადებას ბევრი ინგრედიენტიც არ სჭირდება და ძვირიც არ ჯდება.

ამ ნამცხვრის გამომგონებლად მიიჩნევა ფრანგი მზარეული მარი-ანტუან კარემი, რომელიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ამ დახვეწილ მზარეულს მოუხვეჭავს „მზარეულების მეფისა და მეფეთა მზარეულის“ წოდება. სწორედ მან მიუძღვნა მთელი მსოფლიოს ნუგბარის მოყვარულთ ეს მშვენიერი ნამცხვარი, რომელიც დახვეწილ გემოსა და სწრაფ მომზადებას ერთად გულისხმობს.

საინტერესოა, რომ ყველაზე პოპულარული „ეკლერი“ XIX საუკუნეში იყო. ჩვენს დროში კი მას პრაქტიკულად მთლიანად ავტომატიზებულად ამზადებენ და მათი შეძენა ყოველთვის შეიძლება სუპერმარკეტებში.