Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=124 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/124 0 ყველაზე იდუმალი კერძის, ბეფსტროგანოვის რეცეპტი 2016-02-07 00:00:00 2016-02-07 00:00:00

ამ კერძის წარმოშობის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, თუმცა იმდენად გემრიელია, რომ მსოფლიოში უამრავი ფანი ჰყავს. ამჯერად წარმოგიდგენთ მომზადების მარტივ რეცეპტს.

საჭირო მასალა:

ხბოს რბილი ხორცი – 500 გრ.

დაკონსერვებული სოკო - 500 გრ.

ოხრახუში– 1 კონა.

კარაქი – 50 გრ.

ნაღები – 150 გრ.

ხორბლის ფქვილი – 1 სკ.

ხახვი – 1 თავი.

შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

დაჭერით ხბოს ხორცი წვრილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და ზეთში დაბრაწეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.

სოკო წვრილად დაჭერით და შეწვით კარაქში. დაამატეთ ღვინო, მოთუშეთ 3-5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ნაღები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ ხორცი, მწვანილი და დადგით დაბალ ცეცხლზე.

მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. მიირთვით მოხარშულ მაკარონთან ან პიურესთან ერთად.