Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=118 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/118 0 მწვანე, სასარგებლო ბორშჩი - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას 2016-02-06 00:00:00 2016-02-06 00:00:00

საჭირო მასალა:

საქონლის ხორცი - 600 გრ

სტაფილო - 1 ცალი

ხახვი - 1 ცალი

კარტოფილი - 4 ცალი

ჭარხალი - 1 ცალი

მჟაუნა - 200 კონა

ისპანახი - 200 გრ

კვერცხი - 3 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

მწვანილი, მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

ხორცს წყალი დაასხით და აადუღეთ. პირველი ნახარში გადაღვარეთ. მეორედ რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და პერიოდულად მოხადეთ ქაფი.

მოამზადეთ ბოსტნეული:

კარტოფილი კუბებად დაჭერით და ბულიონში დაუმატეთ. ადუღეთ 10-15 წუთი. ჭარხალი წვრილად დაჭერით, ზეთში ცოტა მოშუშეთ, მოშუშული ბოსტნეული ბულიონში მოათავსეთ, სტაფილო და წიწაკა გახეხეთ, ასევე მოშუშეთ ზეთში და ქვაბში დაამატეთ.

ისპანახი და მჟაუნა გულმოდგინედ გარეცხეთ. ზოლებად დაჭერით და ქვაბში დაამატეთ. ხარშეთ 5 წუთი. წვრილად დაჭრილი მწვანილი პირდაპირ მირთმევისას მოაყარეთ. კვერცხი მოხარშეთ, კუბებად დაჭერით და ასევე მირთმევისას დაუმატეთ. შეგიძლიათ, არაჟნითაც მიირთვათ.