საჭირო მასალა:
კარტოფილი - 900 გრ
კვერცხი - 1 ცალი
კარაქი - 50 გრ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი კარგად მოხარშეთ და წყალი გადაღვარეთ. პიურედ დაჭყლიტეთ, და ცოტა ხანს დადგით გასაგრილებლად.
დაუმატეთ კვერცხი და მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ პილპილი და კარგად აურიეთ. მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომსიკაში ან შპრიცში. ზეთწასმულ პერგამენტის ქაღალდზე დასვით პატარა კროკეტები და 200 გრადუს ცელსიუსზე გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.