საჭირო მასალა: (ორი პორციისთვის)
კვერცხი - 4 ც.
ყველი - 100 გრ.
მზესუმზირას ზეთი - 2-3 სადილის კოვზი
დაფქული შავი წიწაკა - გემოვნებით
ოხრახუში - 1 კონა
მომზადება:
გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი. ათქვიფეთ კვერცხი კარგად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ყველი და დაასხით ტაფაზე. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გამორთეთ გაზი, მოხადეთ თავსახური, მოაყარეთ შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შემდეგ ისევ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში ორი წუთის განმავლობაში.