Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1056 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1056 0 ყაბაყის აჯიკა - პიკანტური გემო მარტივი ინგრედიენტებისგან 2017-06-29 00:00:00 2017-06-29 00:00:00

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 5 კგ

ნიორი - 200 გ

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ

მწარე წიწაკა - 500 გ

ვაშლი - 1 კგ

სტაფილო - 1 კგ

მცენარეული ზეთი - 0,5 ლ

ძმარი - 5 ს.კ.

ოხრახუში - 2 კონა

კამა - 1 კონა

შაქარი - 150-200 გ

მარილი - 100 გ

მომზადება:

ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყაბაყი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2-ჯერ.

ვაშლი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე და გადაურიეთ ბოსტნეულის საერთო მასას. დაამატეთ ზეთი, ძმარი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ხარშეთ 1,5-2 საათის განმავლობაში (ნახავთ მიღებული მასის სისქის მიხედვით).

გაანაწილეთ წინასწარ მომზადებულ გასტერილიზებულ ქილებში. ხუფის ქვეშ მოასხით 1 ჩ.კ. ძმარი (0,5 ლ ქილაზე). მითითებული პროდუქტების რაოდენობაზე გამოდის საშუალოდ 12-14 ნახევარლიტრიანი ქილა.

გემრიელად მიირთვით!