მშრალი საფუარი - 1 ს.კ. (18 გ)
1 კვერცხი წასასმელად
მომზადება:
რძე ოდნავ შეათბეთ, დაამატეთ საფუარი, 1-1 ჩ.კ. შაქარი და ფქვილი. დატოვეთ 10-15 წუთით საფუარის აქტივაციისთვის.
დაამატეთ საფუარი გაცრილ ფქვილში. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი და რძე, მოზილეთ ცომი. ბოლოს დაამატეთ დარბილებული კარაქი. მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც არ ეწებება ხელებზე. დადგით თბილ ადგილას 1 საათით, შემდეგ დატკეპნეთ ხელით.
ცომი გაყავით ბურთულებზე და გააკეთეთ ფუნთუშები. დანით გააკეთეთ 3 გრძივი ჩანაჭერი (ბოლომდე არ ჩახვიდეთ) და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ვანილის შაქარი.
გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ღუმელის ბადეზე.
გემრიელად მიირთვით!