Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1046 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1046 0 მაკარონი ბეკონით და მწვანე ბარდით - უჩვეულო რეცეპტი ჯეიმი ოლივერისგან 2017-05-20 00:00:00 2017-05-20 00:00:00

ინგრედიენტები:

ბეკონი - 120 გ

პიტნის ფოთლები - 1 კონა

ყველი - 100 გ

ბულიონის კუბიკი ქათმის - 1 ც.

მაკარონი - 400 გ

მწვანე ბარდა დაკონსერვებული - 300 გ

არაჟანი - 3 ს.კ.

ლიმონი - 0,5 ც.

მარილი, პილპილი - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი

მომზადება:

1. მაკარონი მოხარშეთ წყალში, რომელშიც დამატებულია ბულიონის კუბიკი. შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე.

2. ბეკონი წვრილად დაჭერით, შეწვით, დააყარეთ მარილი და პილპილი.

3. ბეკონს ტაფაში დაამატეთ ბარდა, არაჟანი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები, აურიეთ და მოშუშეთ რამდენიმე წუთი.

4. დაამატეთ მაკარონი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!