Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=104 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/104 0 სტრომბოლის მარტივი და ყველაზე გემრიელი რეცეპტი 2016-02-05 00:00:00 2016-02-05 00:00:00

საჭირო მასალა:

აფუებული ცომი - 200 გრ

შებოლილი ძეხვი - 50 გრ

ლორი - 50 გრ

მაგარი ყველი - 50 გრ

მომზადება:

დაჭერით ძეხვი და ლორი თხელ ნაჭრებად. ყველი შეგიძლიათ დაჭრათ ან გახეხოთ. ცომი გააბრტყელეთ მრგვლად. შუაში დადეთ ძეხვის ფენა. ძეხვს დაადეთ ყველის ფენა, რომელსაც ლორის ფენა მოჰყვება.

ზემოდან - ისევ ყველი. ცომის თავისუფალი ნაპირები ზოლებად გაჭერით. შემდეგ ეს ნაპირები გადმოახვიეთ ისე, რომ გულსართი შიგნით დარჩეს. მზა ორცხობილა წინასწარ 180 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში შედგით 25 წუთით.