ინგრედიენტები:
ხორცი - 1 კგ
ბულგარული წიწაკა - 2-3 ც.
რძე - 100 გ
სოიოს სოუსი - 2-3 ს.კ.
მწარე წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადება:
ხორცი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა დაჭერით სურვილისამებრ. გახურებულ ტაფას დაასხით ზეთი და შეწვით ხორცი, შემდეგ მოშუშეთ საკუთარ წვენში.
როცა სითხე აორთქლდება, დაამატეთ რძე და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ რძე არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ ბულგარული წიწაკა და მოშუშეთ კიდევ 10 წუთი. დაამატეთ მწარე წიწაკა, სოიოს სოუსი და მარილი.
მოშუშეთ რამდენიმე წუთი და გადმოდგით. სუფრაზე მიიტანეთ ბრინჯთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!