ინგრედიენტები:
ღორის სუკი - 700 გ
კარაქი - 2 ს,კ,
ხახვი - 1 ც.
ქლიავი - 4 ც.
ვაშლი - 2 ც.
მარილი, პილპილი, სანელებლები - გემოვნებით
მომზადება:
ხილი დაჭერით მცირე ნაჭრებად. ღუმელის ფირფიტას წაუსვით კარაქი და დააწყეთ დაჭრილი ხახვი და ხილი. ღორის სუკის დააყარეთ მარილი, პილპილი და სანელებლები. შემდეგ დაადეთ ხილს ზემოდან. გადააფარეთ კერძს ფოლგა და შედგით 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, დატოვეთ 10-15 წუთით, შემდეგ კი დაჭერით 3 სმ სისქის ნაჭრებად. ხილი შესანიშნავად ავსებს უხვად შეკაზმული ღორის ხორცის გემოს.
გემრიელად მიირთვით!