ინგრედიენტები:
ლობიო - 2 ჭიქა
ხახვი - 3 ც.
ნიორი - 6 კბილი
მწარე წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 3 ს.კ.
პაპრიკა - 1 ჩ.კ.
სანელებლები - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.
მარილი - გემოვნებით
ქინძი - 1 კონა
მომზადება:
1. ლობიო მოხარშეთ და გადაწურეთ თუშფალანგზე. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და ოდნავ მოშუშეთ.
2. ბლენდერში ან მიქსერით ათქვიფეთ პიურეს კონსისტენციამდე მოხარშული ლობიო, მოშუშული ხახვი და ნიორი, მწარე წიწაკა, მარილი.
3. დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა და სანელებლები. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. პაშტეტი მზად არის. ქინძი წვრილად დაჭერით და დაამატეთ პაშტეტში.
გემრიელად მიირთვით!