Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1015 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1015 0 ხორცი ებრაულად - უფრო გემრიელი ჯერ არ გაგისინჯავთ 2017-03-25 00:00:00 2017-03-25 00:00:00

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 1 კგ

ხახვი - 1 კგ

შავი წიწაკის ბურთულები - 1 ჩ.კ.

დაფნის ფოთოლი - 2 ც.

მარილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ოქროსფრამდე. დაამატეთ მცირე ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. შეწვით დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ხორცის წვენი არ აორთქლდება და ხორცი არ დაიწყებს შებრაწვას.

შემდეგ დაამატეთ ცივი წყალი, მარილი, მიიყვანეთ დუღილამდე, დაახურეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 1,5-2 საათის განმავლობაში. საქონლის ხორცი გამოდის ძალიან რბილი. 15 წუთით ადრე მზადყოფნამდე დაამატეთ შავი წიწაკის ბურთულები და დაფნის ფოთოლი.

გემრიელად მიირთვით!