Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1014 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1014 0 სამარხვო ნამცხვარი ქიშმიშით 2017-03-24 00:00:00 2017-03-24 00:00:00

ინგრედიენტები:

ძალიან მწიფე ბანანი - 2 ც.

წვრილი ქიშმიში - 50 გ

ყავისფერი შაქარი - 100 გ

ფქვილი - 250 გ

მცენარეული ზეთი - 4 ს.კ.

გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ.

მარილი - მწიკვი

მომზადება:

1. ქიშმიში წინასწარ 2 საათით დაალბეთ 0,5 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. შემდეგ გაამშრალეთ. გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსამდე.

2. ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით ერთგვარ პიურეში. დაამატეთ შაქარი და ზეთი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ქიშმიში წყალთან ერთად, რომელშიც იყო დამბალი, და საგულდაგულოდ აურიეთ.

3. ცალკე გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაამატეთ ბანანის მასა და სწრაფად აურიეთ (ძალიან არ აურიოთ). უნდა გამოგივიდეთ სქელი ცომი.

4. გადაიღეთ ცომი მაფინების ფორმებში - დაახლოებით თითოეულში 1 სავსე სუფრის კოვზი. გამოაცხეთ ღუმელის შუა ნაწილში დაახლოებით 15 წუთი ან ცოტა მეტი.

გემრიელად მიირთვით!