Gurmania.ge Gurmania.ge 2024-09-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1013 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1013 0 პიკანტური სალათი ბადრიჯნისა და ნუტისგან 2017-03-23 00:00:00 2017-03-23 00:00:00

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი - 3 ც.

ნუტი - 200 გ

ზეითუნის ზეთი - 4-5 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

შესაკაზმი:

ქინძი - 1 კონა

ოხრახუში - 3 ღერო

ნიორი - 2 კბილი

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

ძმარი - 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ.

ზირა - ½ ჩ.კ.

დაფქული ტკბილი პაპრიკა - ½ ჩ.კ.

მარილი - გემოვნებით

მომზადება:

მომზადება უნდა დაიწყოთ სუფრასთან მიტანამდე 26 საათით ადრე.

1. ქვაბში ცივი წყლით 24 საათით დაალბეთ ნუტი. მეორე დღეს გამოუცვალეთ წყალი და მოხარშეთ ნუტი მზადყოფნამდე დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში. გადაიღეთ თუშფალანგზე, შემდეგ ჯამში და გააგრილეთ.

ბადრიჯანი დაჭერით 2 x 2 სმ კუბიკებად, შეწვით ტაფაში ზეთზე საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან 5-7 წუთი. დააყარეთ მარილი, დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი. გადმოდგით და გააგრილეთ.

2. შესაკაზმი: ქინძი, ოხრახუში და ნიორი წვრილად დაჭერით, გადაურიეთ პატარა ჯამში ლიმონის წვენს, ძმარს, ზეთს, მარილს, ზირასა და პაპრიკას.

ბადრიჯანი, ნუტი და შესაკაზმი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შედგით მაცივარში 2 საათით. სალათი მიიტანეთ ცივად.

რჩევა: რაც უფრო დიდხანს იდგება სალათი, მით უფრო კარგად გაუჯდება შესაკაზმი ინგრედიენტები და უფრო გემრიელი იქნება ის.

გემრიელად მიირთვით!