Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1010 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1010 0 კარტოფილის იტალიური ღვეზელი ლორითა და ყველით 2017-03-20 00:00:00 2017-03-20 00:00:00

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 0,5 კგ

ზეითუნის ზეთი

ფქვილი - 150 გ

კვერცხი - 1 ც.

ლორი - 100 გ

ყველი - 100 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააგრილეთ და გაფცქვენით. შემდეგ გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაამატეთ მარილი, პილპილი და კვერცხი, კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ტაფას წაუსვით ზეთი. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ტაფაზე, დააყარეთ წვრილად დაჭრილი ლორის ნახევარი ულუფა და ზემოდან გახეხილი ყველი.

ყველს დააყარეთ დარჩენილი ლორი. შემდეგ ლორს დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი და გააბრტყელეთ. ცომის ორივე ნაწილის გვერდები შეაერთედ თითებით, რათა გამოცხობის დროს არ გაიხსნას. გამოაცხვეთ ტაფაში დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში ოქროსფერ ქერქამდე.

ლანგარის დახმარებით გადააბრუნეთ ღვეზელი და დადეთ ტაფაზე მეორე მხრიდან და გამოაცხეთ კიდევ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!