Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1003 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1003 0 ნაზი ინდაურის ხორცი ვაშლით 15 წუთში - ორიგინალური და გემრიელი კერძი! 2017-03-15 00:00:00 2017-03-15 00:00:00

ინგრედიენტები:

ინდაურის ხორცი - 300 გ

ვაშლი - 1 ც.

ხახვი - 1 ც.

სოიოს სოუსი - 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი - 1 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

ინდაურის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოასხით ზეითუნის ზეთში გაზავებული სოიოს სოუსი. დატოვეთ 1-2 საათი დასამარინადებლად.

ვაშლი დაჭერით კუბიკებად, ხახვი - თხელ რგოლებად. ხახვი მოშუშეთ მზესუმზირის ზეთში ოქროსფრამდე. დაამატეთ ინდაურის ხორცი მარინადთან ერთად და, მუდმივი მორევით, შეწვით ძლიერ ცეცხლზე რამდენიმე წუთი.

შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ დაჭრილი ვაშლი, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ და დაახურეთ თავსახური. მოშუშეთ კიდევ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!