Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1002 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1002 0 ნამცხვარი „მაშა“ - დესერტი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და უმარტივესად მზადდება! 2017-03-13 00:00:00 2017-03-13 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 1 ჭიქა

შესქელებული რძე - 1 ქილა

კვერცხი - 2 ც.

კარაქი ან მარგარინი - 150 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

კრემისთვის:

სგუშჩონი - 1 ქილა

კარაქი - 150 გ

კაკაოს ფხვნილი - 1 ს.კ.

რომი, კონიაკი ან არაყი - 1 ს.კ.

მომზადება:

დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და სოდა. კარგად აურიეთ. ცომი გამოდის ოდნავ თხელი არაჟანივით. გამოაცხეთ 3 ან 4 ფენა.

კრემისთვის : 1 საათის მანძილზე მოხარშეთ შესქელებული რძე და როცა გაცივდება გახსენით და ათქვიფეთ დარბილებულ კარაქთან. დაამატეთ კაკაო და რომი (ან კონიაკი, არაყი) და ისევ კარგად ათქვიფეთ. ფენები დაკრემეთ და დადეთ ერთმანეთზე. ასევე ნამცხვარს კარგად წაუსვით კრემი გვერდებზე. სურვილისამებრ მორთეთ გემოვნებით. შედგით მაცივარში 4-6 საათით.

გემრიელად მიირთვით!