1. მინერალური წყალი
იმისათვის, რომ ყავა არომატული გამოვიდეს, სამუდამოდ დაივიწყეთ ონკანის წყალი. თუ გსურთ, რომ დატკბეთ ყავის იდეალური სურნელითა და გემოთი, მოდუღებისას გამოიყენეთ მხოლოდ მინერალური წყალი.
2. დაივიწყეთ სიჩქარე
დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. გასაგებია, რომ ერთი სული გაქვთ, როდის დალევთ, მაგრამ სიჩქარე აქ არ გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ – ყავა დიდხანს იხარშება.
3. გამოიყენეთ ვიწროყელიანი ჯეზვე
თუ გსურთ, გემრიელი ყავა მოადუღოთ, გამოიყენეთ ვიწროყელიანი ჯეზვე. ასე ყავა ბევრად არომატული გამოვა.
4. მარილი
დაუმატეთ მარილი. არ გაგიკვირდეთ, სულ რაღაც 2-3 კრისტალი. მისი გემო არ უნდა იგრძნობოდეს. მარილს შეუძლია გაამძაფროს ყავის არომატი. ნაცადია.
5. კოჭა
სულ ოდნავ დაუმატეთ, გარწმუნებთ, განსხვავებას იგრძნობთ. მარილიცა და კოჭაც ყავას იქამდე დაუმატეთ, სანამ წყალს დაასხამდეთ.
6. შაქარი
გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი. რა თქმა უნდა, რაოდენობა - თქვენი გემოვნებით, მაგრამ ძალიან ტკბილი ყავა არომატს კარგავს.
7. დაფქვა
ჩაატარეთ ექსპერიმენტები დაფქვის დროს. ზოგს წმინდად დაფქული უყვარს, ზოგს პირიქით – მსხვილად. გემოში სხვაობა ამ დროს მკვეთრად შესამჩნევია.
8. არ აადუღოთ ყავა
ეს თურქულად ყავის მოდუღების მთავარი წესია. როგორც კი ზემოთ მოდებული სქელი ქაფი ამოსვლას დაიწყებს – გადმოიღეთ ჯეზვე ცეცხლიდან. დააყოვნეთ ცოტა ხანს და ისევ დადგით ცეცხლზე. ასე გაიმეორეთ სამჯერ.
9. ყავა მარცვლებში
თუ მართლაც გემრიელი, ნამდვილი თურქული ყავის დალევა გსურთ, დაივიწყეთ დაფქულის ყიდვა. შეიძინეთ მარცვლები და თავად დაფქვით.
10. გააგრილეთ
როგორც კი ყავა მოდუღდება, მაშინვე ნუ დაასხამთ ფინჯნებში. გააჩერეთ ჯეზვეში თუნდაც 30 წამი, რათა სასმელმა მეტად ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოს.