Gurmania.ge Gurmania.ge 2019-07-23 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=783 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/783 0 ტიბეტური დიეტა - ცხოვრების ჯანსაღი წესი 2016-11-12 00:00:00 2016-11-12 00:00:00 სასარგებლო რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში. მათ სიბრძნეში კი ეჭვი არც უნდა შეგეპაროთ.

1. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის საკვებს იღებთ, პროპორციის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი კუჭის პირობითად 4 ნაწილად გაყოფას გვთავაზობს: 2/4-ს საკვებს ვუთმობთ, 1/4-ს სითხეს, ხოლო დარჩენილ 1/4-ს ცარიელს ვტოვებთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირედი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დავიტოვოთ ხოლმე სუფრიდან ადგომისას, თავი ზედმეტად დანაყრებულად არ ვიგრძნოთ.

2. თავდაპირველად ისეთი საკვები უნდა მივიღოთ, რომელიც უფრო სწრაფად და მარტივად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, შემდეგ უკვე შედარებით მძიმე საკვებზე გადავიდეთ. ამიტომაც ბევრგან მოისმენთ რჩევას იმის თაობაზე, რომ ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მივირთვათ და არა მის შემდეგ, ასე ტოქსინების წარმოქმნას ავიცილებთ თავიდან.

3. დილით უმჯობესია თბილის საკვების მიღება (ფაფა), სადილზე ცილები (ხორცი), ვახშამზე კი მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული, პირობითად. ვახშმის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ, ცოტა ხანი იმოძრავეთ და იყავით ფიზიკურად აქტიური.

4. აუცილებლად დაიცვით გონივრული ინტერვალი კვებებს შორის.

განაგრძეთ კითხვა