Gurmania.ge Gurmania.ge 2019-12-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=199 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/199 0 ყაბაყისა და ხორცის უგემრიელესი კატლეტი - მკითხველის რეცეპტი 2016-02-20 00:00:00 2016-02-20 00:00:00

ინგრედიენტები:


ყაბაყი - 2 ცალი (საშუალოზომის)

ღორის ხორცის ფარში - 500გრ.

სტაფილო -1 ცალი

ნიორი - 3 კბილი

კვერცხი - 3ცალი

ქინძი - 6 ღერი

ოხრახუში - 6 ღერი

მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

პურის ფქვილი კატლეტების ამოსავლებლად რამდენიც დაგვჭირდება.


მომზადების წესი:

ყაბაყს, სტაფილოს, ნიორს და მწვანილებს გავატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურევთ ღორის ხორცის ფარშს, დავამატებთ კვერცხს, (რომ კარგად შეკრას მასა და კატლეტები არ დაიშალოს).

მოვაყრით მარილს და შავ პილპილს. კარგად ავურევთ და მივცემთ მრგვალ ფორმებს.

ამოვავლებთ ფქვილში და დავაწყობთ ცხელ ზეთიან ტაფაზე.


გემრიელად მიირთვით!


რეცეპტი მოგვაწოდა მარი კიკნაძემ