Gurmania.ge Gurmania.ge 2019-08-19 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1050 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1050 0 ღორის ხორცი ფორთოხლის სოუსში 2017-05-19 00:00:00 2017-05-19 00:00:00

ინგრედიენტები:

ღორის ხორცის დაბეგვილი დიდი ნაჭრები - 8 ც.

ფორთოხლის წვენი - 1 ლ

შაქარი - 2 ს.კ.

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

კეტჩუპი - 1 ჭიქა

ნიორი - 6 კბილი

წითელი ღვინის ძმარი - 0,25 ჭიქა

მწარე წიწაკა

მარილი


მომზადება:

აურიეთ 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი, შაქარი, ზეთი და მწარე წიწაკა. მიღებული სოუსი გაანაწილეთ ორ ჭურჭელში. თითოეულში მოათავსეთ 4 ღორის ხორცის დაბეგვილი ნაჭერი, კარგად შეანჯღრიეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით.

დარჩენილი ფორთოხლის წვენი გადაიღეთ ქვაბში, დაამატეთ კეტჩუპი, ძმარი და წვრილად დაჭრილი ნიორი. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ამზადებთ 10 წუთი, მოაყარეთ მარილი. გააცხელეთ გრილი.

ღორის ხორცი გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, დააყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით გრილზე 12-12 წუთი ყოველი მხრიდან. ფუნჯით წაუსვით თითოეულ ხორცის ნაჭერს მომზადებული სოუსის თხელი ფენა. გადააფარეთ ფოლგა და ამზადეთ კიდევ 5 წუთი.

მიიტანეთ დარჩენილ სოუსთან.

გემრიელად მიირთვით!