Gurmania.ge Gurmania.ge 2019-12-09 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1023 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1023 0 დაუჯერებლად მაცდური ფრანგული სტეიკი ღვინის სოუსში 2017-03-28 00:00:00 2017-03-28 00:00:00

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 1 კგ

შავი წიწაკის ბურთულები - 6-7 ც.

მსხვილი მარილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - გემოვნებით

კარაქი - 2 ს.კ.

ღვინო - 1 ჭიქა

ნაღები - 1 ს.კ.

მდოგვი - 1 ს.კ.

მომზადება:

1. შავი წიწაკის ბურთულები დანაყეთ და მარილთან ერთად შეზილეთ ხორცის ნაჭერში.

2. ტაფაში გადაურიეთ ერთმანეთში მცენარეული ზეთი და 1 ს.კ. კარაქი.

3. შეწვით ხორცი ყველა მხრიდან. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე.

4. ტაფაში დარჩენილ სანელებლებს დაამატეთ ღვინო, ნაღები, მდოგვი, 1 ს.კ. კარაქი. მუდმივი მორევით მიიყვანეთ დუღილამდე.

5. დაჭერით სტეიკი და მოასხით ტაფაში მომზადებული სოუსი.

გემრიელად მიირთვით!