Gurmania.ge Gurmania.ge 2020-09-19 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=1009 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/1009 0 ორაგულის კარპაჩო 2017-03-19 00:00:00 2017-03-19 00:00:00

ინგრედიენტები:

ორაგულის ფილე - 300 გ

ლიმონი - 1 ც.

ხახვი - 1 ც.

ხმელი კამა - 1 ჩ.კ.

ძმარი - 1 ს.კ.

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

მდოგვი - 1 ჩ.კ.

მარილი - მწიკვი

მომზადება:

ორაგულის ფილე გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. გადაახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით საყინულეში დაახლოებით 1 საათით, რათა შემდგომ გაგიადვილდეთ თხლად დაჭრა. ამასობაში მოამზადეთ არომატული მარინადი. გახეხეთ ლიმონის ცედრა, დაჭერით ხახვი, კამა და ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ძმარი, ზეთი და მდოგვი, აურიეთ.

ორაგულის ფილე გამოიღეთ საყინულედან და დაჭერით თხელ ნაჭრებად. გადაიღეთ ჭურჭელში, დააყარეთ მარილი და მოასხით მომზადებული მარინადი, კარგად აურიეთ. შედგით მაცივარში 2-3 საათით.

სუფრასთან მიტანის წინ ბრტყელ ლანგარზე დადეთ სალათის ფურცლები და ზედ გაანაწილეთ ორაგულის ნაჭრები. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მორთეთ ლიმონის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!