რეცეპტები / აზიური სამზარეულო / პიცა „პიდე“ - თურქული სამზარეულოს ძალიან ეფექტური და გემრიელი კერძი
პიცა „პიდე“ - თურქული სამზარეულოს ძალიან ეფექტური და გემრიელი კერძი

ინგრედიენტები (4 ცალზე):

ფქვილი - 400 გ

წყალი - 270 მლ

შაქარი - 1 ჩ.კ.

მარილი - 1 ჩ.კ.

საფუარი - 10 გ

მაგარი ყველი - გემოვნებით

პომიდორი - 2 ც.

წიწაკა - გემოვნებით

კვერცხი - 4 ც.

 

მომზადება:

ცომისთვის გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარილი. ცალკე ჭურჭელში ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაამატეთ მარილიანი ფქვილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 8-10 საათით.

სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და დადეთ ცომი. გაყავით 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ოვალურად. გვერდები მოახვიეთ ჟგუტებად და შუა ნაწილში გაანაწილეთ გახეხილი ყველი და რგოლებად დაჭრილი პომიდორი. 

გატეხეთ კვერცხი და მოათავსეთ ცენტრში. მოაყარეთ მარილი. პიცა დააწყეთ ღუმელის ფორმაზე და შებრაწეთ გახურებულ ღუმელში.

 

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა