რეცეპტები / ხორცეული / როგორ მოვამზადოთ ლანგეტი - ხორცის მოყვარულებისთვის
როგორ მოვამზადოთ ლანგეტი - ხორცის მოყვარულებისთვის

ინგრედიენტები:

ხბოს ხორცი - 500 გ

ფქვილი - 2 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი შესაწვავად - 2 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

წითელი ღვინო - 100 მლ

კარაქი - 20 გ

ბეგქონდარა - 10 გ

 

მომზადება:

1. ხორცი დაჭერით სიგანეზე არა უმეტეს 1,5 სმ სისქისა, შემდეგ სირბილესთვის ოდნავ დაბეგვეთ ორივე მხრიდან.

2. ფქვილში დაამატეთ მარილი და პილპილი და აურიეთ.

3. ხორცის თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში და დადეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე.

4. შეწვით ხორცი ძლიერ ცეცხლზე 3-3 წუთი ორივე მხრიდან, შემდეგ გადაიღეთ თეფშზე და დატოვეთ.

5. ცეცხლს დაუწიეთ საშუალო დონემდე, ტაფაში დაამატეთ წითელი ღვინო და ბეგქონდარა.

6. როდესაც სითხე შესქელდება, დაამატეთ კარაქი. შემდეგ ცხელი სოუსი მოასხით ხორცს. ლანგეტი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა