რეცეპტები / წვნიანები / შებრაწული ღორის ნეკნები ქლიავით
შებრაწული ღორის ნეკნები ქლიავით

ინგრედიენტები:

ღორის ნეკნები - 700 გ

ქლიავი - 0,5 კგ

ღვინო - 100 მლ

ნიორი - 3 კბილი

ხახვი - 1 ც.

კარტოფილი - 1 კგ

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1. პირველ რიგში მოამზადეთ მარინადი: ღვინოში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი და ოთხად გაჭრილი ქლიავის ნახევარი ულუფა. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ქლიავის ჩირი, ოღონდ ამ შემთხვევაში ის წინასწარ უნდა დაალბოთ ცხელ წყალში. ხორცს მოაყარეთ მარილი, მოასხით მარინადი დ შედგით მთელი ღამით მაცივარში.

2. კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და დააყარეთ მარილი. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. მაცივრიდან გამოღებული ნეკნები და ქლიავი დააწყეთ ღუმელის ფორმის შუა ნაწილში. დააყარეთ ხახვი და გვერდებში შემოუწყეთ დაჭრილი კარტოფილი.

3. ფორმას გადააფარეთ ფოლგა და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით. აღნიშნული დროის შემდეგ მოაცილეთ ფოლგა, დაამატეთ დარჩენილი ქლიავი და შებრაწეთ კერძი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა