რეცეპტები / წვნიანები / წიწიბურასა და ქათმის გუფთა
წიწიბურასა და ქათმის გუფთა

ინგრედიენტები:

მოხარშული წიწიბურა - 300 გ

ხახვი - 1 დიდი თავი

ქათმის ფარში - 500 გ

კვერცხი - 1 ც.

სტაფილო - 1 ც. დიდი ზომის

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

წინასწარ მომზადებული გაგრილებული წიწიბურა გადაიღეთ ღრმა ჯამში. დაამატეთ ქათმის ფარში და ნახევარი თავი გახეხილი ხახვი, კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და ისევ კარგად აურიეთ. ფარშისფან გააკეთეთ ბურთულები.

დააწყეთ ტაფაზე, დაასხით 1 ჭიქა წყალი, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. შემდეგ გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით დარჩენილი ხახვი და ეს ყველაფერი მოაყარეთ გუფთას. მოშუშეთ თავსახურის ქვეშ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

გამზადებულ გუფთას სურვილისამებრ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა