რეცეპტები / ქათმის კერძები / შებრაწული ქათმის ფრთა - მარტივი და გემრიელი რეცეპტი
შებრაწული ქათმის ფრთა - მარტივი და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები:

ქათმის ფრთა - 1 კგ

არაჟანი - ½ ჭიქა

ტომატის პასტა - ½ ჭიქა

პილპილი, მარილი - გემოვნებით

ნიორი - გემოვნებით

სანელებლები - გემოვნებით

 

მომზადება:

არაჟანი და ტომატის პასტა გადაურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ გემოვნებით პრესში გატარებული ნიორი და სანელებლები. ქათმის ფრთა გარეცხეთ და დააყარეთ მარილი და პილპილი. 

შემდეგ მოასხით ნარევი, მოურიეთ და დატოვეთ 30 წუთით. 

ღუმელის ფორმას გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ ქათმის ფრთა და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა