რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / პოლონური ბიგოსი კომბოსტოთი და ხორცით - უგემრიელესი კერძის მომზადების მნიშვნელოვანი ნიუანსები
პოლონური ბიგოსი კომბოსტოთი და ხორცით - უგემრიელესი კერძის მომზადების მნიშვნელოვანი ნიუანსები
ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 400 გ
კომბოსტო - 1 კგ
ხახვი - 2 ც.
სტაფილო - 1 ც.
პომიდორი - 2 ც.
პილპილი, მარილი - გემოვნებით
მზესუმზირას ზეთი - გემოვნებით
მწვანილი - გემოვნებით

მომზადება:
1. ხორცი დაჭერით კუბიკებად. 
2.გააცხელეთ ზეთი ღრმა სქელძირიან ტაფაში. მოშუშეთ ხორცი, დაამატეთ  დაჭრილი ხახვი და შუშეთ ხორცთან ერთად დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში. დაჭერით ჩხირებად სტაფილო, დაამატეთ ტაფაში და შუშეთ ყველაფერი კიდევ 8 წუთის განმავლობაში. დააყარეთ პილპილი და მოურიეთ.

3. დაჭერით პომიდორი წვრილად, დაამატეთ მასაში და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. 

4. დაჭერით წვრილად კომბოსტო, დააყარეთ მარილი და ხელით კარგად აურიეთ. ცოტახნით დატოვეთ, რომ კომბოსტომ გაუშვას წვენი. შემდეგ დაამატეთ კომბოსტო ტაფაში ხორცთან და ბოსტნეულთან. დაახურეთ თავსახური და შუშეთ ბიგოსი 50-60 წუთი. დროდადრო მოურიეთ. 

5. სურვილისამებრ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა