რეცეპტები / ხორცეული / როგორ გავაკეთოთ უგემრიელესი სალა
როგორ გავაკეთოთ უგემრიელესი სალა

ინგრედიენტები:

ნედლი ღორის სალა კანზე - 1 კგ

ნიორი - 10 კბილი

დაფნის ფოთოლი - 4 ც.

სურნელოვანი შავი წიწაკის ბურთულები - 3 ჩ.კ.

დაფქული პაპრიკა - 2 ს.კ.

დაფქული მწარე წიწაკა  - 1 ჩ.კ.

მარილი - 4 ს.კ.

ძირა - 1 ჩ.კ.

მომზადება:

1. სალა გარეცხეთ და გააშრეთ. ნაჭერი გაჭერით 2 ნაწილად. მოათავსეთ დაფაზე კანით ქვემოთ. დანით მთელ ზედაპირზე გააკეთეთ 2 სმ სიღრმის ჭდეები.

2. ნიორი დაჭერით თხელ ფირფიტებად, 2 ც. დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ. დადეთ სალაზე ნიორი და დაფნის ფოთოლი და ხელებით ჩასრისეთ სალის ზედაპირზე.

3. პატარა ჯამში დატეხეთ წიწაკის ბურთულები და დარჩენილი დაფნის ფოთოლი. დაამატეთ 2 ს.კ. მარილი და ზირა. კარგად აურიეთ.

4. უხვად მოაყარეთ მიღებული ნარევი ერთ ნაჭერ სალას.

5. მეორე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში დარჩენილი მარილი, პაპრიკა და მწარე წიწაკა.

6. მოაყარეთ ეს ნარევი სალის მეორე ნაჭერს. მჭიდროდ გადაახვიეთ სალის ნაჭრები ფოლგაში და მოათავსეთ მაცივარში 2 კვირით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა